We are sunk": The reactions after the 'KO' of Gavi with Spainმადრიდის „რეალის“ მცველმა, დანიელ კარვახალმა და მადრიდელთა თავდამსხმელმა ხოსელუმ სოციალურ ქსელებში „ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის, გავის მხარდასაჭერად ისაუბრეს, რომელიც ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში საქართველოს წინააღმდეგ (3:1) დაშავდა.

ესპანელმა მუხლის ჯვარედინი იოგები, ასევე მენისკი დააზიანა და ტრავმის გამო შესაძლოა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები გამოტოვოს.

„კონკურენტები და კოლეგები, მაგრამ პირველ ყოვლისა ადამიანები. უფრო ძლიერი დაბრუნდები, მეგობარო. წარმატებები გავის“, – დაწერა კარვახალმა სოციალურ ქსელში.

„მეგობარო, ეს გამარჯვება დამარცხებაზე უარესი იყო. თქვენ ფანტასტიკური ბიჭი ხართ, რომელიც ამას გამბედაობით და სიმამაცით გადალახავს.. ჩვენ ყველანი მხარს გიჭერთ“, – დაწერა ხოსელუმ.

მიმდინარე სეზონში 19 წლის გავიმ ბარსას მაისურით 15 მატჩი ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.