არგენტინის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კომენტარი გააკეთა ბრაზილიისა და არგენტინის მატჩის წინ მომხდარ არეულობებზე, ასევე გუნდის გადაწყვეტილებაზე გასახდელში დაბრუნების შესახებ.
„დავინახეთ, რომ პოლიცია ხალხს სცემდა. ჩვენი ოჯახები ტრიბუნებზე ისხდნენ. იგივე შემთხვევა მოხდა კოპა ლიბერტადორესის ფინალზეც. ფეხბურთელებს იმაზე მეტად აწუხებდათ, რაც ტრიბუნებზე ხდებოდა, ვიდრე თამაშის მსვლელობა. ჩვენ მაინც დავასრულეთ მატჩი, რომ სიტუაცია უფრო დამშვიდებულიყო“, – განაცხადა მესიმ თამაშის შემდეგ.
ბრაზილიისა და არგენტინის მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დაწყება ლეგენდარულ „„მარაკანას“ სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ჩხუბის გამო 30 წუთით დაგვიანდა. კაპიტანმა მესიმ არგენტინის ნაკრები გასახდელში შეიყვანა.
საბოლოოდ მატჩი არგენტინელებმა მოიგეს – 1:0. ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე მცველმა ნიკოლას ოტამენდიმ გაიტანა. ასევე 81-ე წუთზე ბრაზილიელი თავდამსხმელი ჟოელინტონი გააძევეს. მან პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო.
ექვსი მატჩის შემდეგ არგენტინა 15 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. ბრაზილია შვიდი ქულით მეექვსეზე.