No description available. არველაძე vs კობიაშვილის ყველაზე სკანდალურ არჩევნებამდე 111 დღით ადრე (13 ივნისი. 2015) საქართველოს ნაკრებმა ვარშავაში პოლონეთის ნაკრებთან 0:4 წააგო.(იმ მატჩში სამი გოლი ლევანდოვსკიმ გაგვიტანა, თუმცა ეს ახლა მნიშვნელოვანი არ არის).

საქართველოს ნაკრებს იმ მატჩში აკლდა ჯაბა კანკავა, რომელსაც არც ტრავმა ჰქონდა და არც რაიმე სხვა პრობლემა ჰქონია. უბრალოდ, ფედერაციაში ეგონათ, რომ ჯაბა… დისკვალიფიცირებული იყო. აი, ეგრე, ყვითელი ბარათები სწორად ვერ დაითვალეს და ჩათვალეს რომ ჯაბას თამაშის უფლება არ ჰქონდა.

ეს მართლაც ძალიან უხეში შეცდომა იყო!

აი, ამ უხეში შეცდომის პასუხად, არჩევნებამდე ზუსტად 100 დღით ადრე პრეზიდენტობის სამთავრობო კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელში ეს პოსტი დაწერა!

როგორც იტყვიან, ოხერი რამაა კარმა…

დღეს, კობიაშვილმა ეს პოსტი წესით, საკუთარ თავს უნდა დაუწეროს და მერე გადადგეს.

მაგრამ გადადგება?