ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელია არ ითამაშებს. მიზეზი მესამე გაფრთხილებით მიღებული დისკვალიფიკაციაა.
ასეთია მშრალი ფაქტი.
ახლა ყოველგვარი ვიშვიშის და უბედობაზე უაზრო წუწუნის გარეშე, სათქმელი პირდაპირ ვთქვათ.
არსებობს დაუწერელი კანონი – ისეთი, მილიონ დაწერილზე მაღლა რომ დგას – ფედერაცია ვალდებულია ფეხბურთელი თამაშის წინ გააფრთხილოს, რომ დისკვალიფიკაციის ზღვარზე იმყოფება!
თუ ფედერაციას კვარაცხელია არ გაუფრთხილებია, მომხდარზე 100 პროცენტით არის პასუხისმგებელი და მის ხელმღძვანელებს იოტისოდენა მორალური უფლება არ რჩებათ, თბილ სავარძლებს კარგად ჩაებღაუჭონ!
თუ ფედერაციამ ფეხბურთელი გააფრთხილა და მან მაინც გადაწყვიტა, ყოვლად უაზროდ მესამე ბარათი აეკიდებინა, კვარაცხელია სრულად პასუხისმგებელია მომხდარზე! ამ შემთხვევაში პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მან ნაკრები დააღალატა!
რომელ ვარიანტთან გაქვს აქ საქმე, ფედერაციამ, კეთილი უნდა ინებოს და, თქვას!
კიდევ ცალკე საქმეა, რომ კვარაცხელიამ, სამ არაფრის მომცემ თამაშში (8 სექტემბერი, საქართველო – ესპანეთი 1:7; 16 ნოემბერი, საქართველო – შოტლანდია 2:2; 19 ნოემბერი, ესპანეთი – საქართველო 3:1), სამი ყოვლად უაზრო გაფრთხილება აიკიდა!