„ნაპოლის” ახალი მწვრთნელის ვალტერ მაცარის ერთ-ერთი პირველი ამოცანა მარცხენა მცველის მარიო რუის გარეშე თამაშის სწალვაა. პორტუგალიელი მის განკარგულებაში ტრავმის გამო თვენახევარი არ იქნება. რასაკვირველია, გუნდში რუის შემცვლელი არსებობს. ის გახლავთ მატიას ოლივერა, მაგრამ ვინაიდან სატრანსფერო ფანჯარა იანვრამდე არ იღება, ურუგვაელი თავის პოზიციაზე დროებით მარტო დარჩება. areanapoli წერს, რომ მაცარი სამარქაფო მარცხენა მცველად ალესანდრო ძანოლის, ჯოვანი დი ლორენცოს, ჟუან ჟესუსისა და ნატანის  კანდიდატურებს განიხილავს. ფიქრობენ აგრეთვე თავისუფალ აგენტებზე, გერმანელებზე მარვინ პლატენჰარდტსა და ნიკო შულცზე, აგრეთვე ინგლისელ დენიელ ლი როუზზე. ისინი ამ ეტაპზე უგუნდოდ არიან.

Mario Rui of SSC Napoli lies on the pitch after suffering an injury during the UEFA Champions League match between SSC Napoli and AC Milan at Stadio...