აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრაში მოლდოვის ნაკრებს 2:1 მოუგო და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.

ვასილ მაისურაძის გუნდმა ანგარიში სწრაფად გახსნა – მე-8 წუთზე სტუმრების კარში დანიშნული პენალტი ლუკა შეროზიამ გაიტანა – 1:0.

მოლოდოველებმა ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში მოახერხეს, თუმცა მეორე ნახევარში ლუკა შეროზიამ დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.

ბოლო ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები ისევ „მიხეილ მესხი 2“-ზე, ესპანელ თანატოლებთან გამართავს.

საქართველო-მოლდოვა 2:1

გოლები: 1:0 შეროზია (8-პენ.), 1:1 ბოცანი (35). 2:1 შეროზია (65)

საქართველო: კურტანიძე, სადღობელაშვილი, ნარიმანიძე, გიუნაშვილი, შეროზია, ჩიქოვანი, ცეცხლაძე, ბერელიძე (78. მაშავა), ფეიქრიშვილი (61. გეგუჩაძე), ლორთქიფანიძე, სამუშია (74. ბასილაძე)