Spurs vs. Kings Injury Report Today - November 17NBA-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და ორივე ქართველი პარკეტზე ვიხილეთ.
დავიწყოთ სანდრო მამუკელაშვილით, რომელსაც მცირე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა და „საკრამენტოსთან“ ითამაშა კიდეც.
„სან ანტონიომ“ მატჩი 120:129 დათმო. ეს გუნდის ზედიზედ მეშვიდე მარცხია. სანდრო სათადარიგო იყო და მოედანზე 12.09 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. სანდრომ 2-დან ერთი ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მესამე პერიოდის ბოლო წამებზე სანდრომ ბაზერ ბითერი ჩააგდო და სან ანტონიო ბოლო მეოთხედს ერთქულიანი ჩამორჩენით შეხვდა – 94:95. მიუხედავად ამისა, „საკრამენტომ“ ბოლო პერიოდში მეტოქეს მაინც აჯობა. „სან ანტონიო“ მომდევნო მატჩში „მემფის გრიზლის“ შეხვდება. მამუკელაშვილის გუნდი 3 მოგებითა და 9 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა.
სამაგიეროდ, ისევ მოიგო ბითაძის „ორლანდომ“. ფლორიდელებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოუგეს „ჩიკაგო ბულსს“ – 103:97. გოგამ პარკეტზე 21:09 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. გოგას ორლანდოს 7 მოგება და 5 მარცხი აქვს, „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა და 20 ნოემბერს გოგას ყოფილ გუნდს „ინდიანას“ ეთამაშება.