Castel Volturno, il report del primo allenamento di Walter Mazzarri„ნაპოლის” ახალმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე პირველი სამი დღე დღე იმ სქემაზე ფიქრში გაატარა, რომელიც იტალიის ჩემპიონს გამარჯვების გზებზე დააბრუნებს. მას „აძურის” იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ნაკრებებში არიან გამოძახებულნი ჯერ არ უმუშავია, მაგრამ მომავალი გუნდის კონტურები უკვე გამოკვეთა: პირველი ვარიანტი რომელიც ტოსკანელმა მწვრთნელმა ვარჯიშებზე მოსინჯა იყო 4-3-3. როგორც ნეაპოლური პრესა წერს, „პარტენოპეელები” საკლუბი შეჯიბრებების განახლების შემდეგ პირველ თამაშებს სწორედ ამ განლაგებით ჩაატარებენ.

რასაკვირველია, მაცარი 4-3-3-ს არ დასჯერდება და შეეცდება ააწყოს გუნდი, რომელიც სხვა სქემებზეც შეძლებს გადაწყობას. უნდა ველოდოთ 4-3-2-1 და 3-4-3 ვარიანტებს. ასე ფიქრის საშუალებას „ნაპოლიში” მოთამაშე ძლიერი ფეხბურთელების რაოდენობა იძლევა.

როგორც ამბობენ, მწვრთნელმა უკვე შეარჩია ახალი მარეკ ჰამშიკი. ის იქნება პოლონელი პიოტრ ჟელინსკი, რომელიც სლოვაკი ვეტერანის მსგავსად ნახევარდაცვასა და თავდასხმაში ყველა მიმართულებით ირბენს. ახალ მწვრთნელს საინტერესო ფუნქცია შეურჩევია იესპერ ლინდსტრომისთვის. დანიელი ჟელინსკის მთავარი მარქაფა, ალტერნატივა და შემცვლელი იქნება.

რა პოზიციაზე ითამაშებს ჯაკომო რასპადორი? ის ვიქტორ ოსიმენის დამხმარე იქნება და შეტევის ფართე სპექტრს მოიცავს. შესაბამისად, ოსიმენი თავის „წერტილში”, ცენტრალური ფორვარდის ადგილზე დარჩება. ასეთ პირობებში უნდა ვივარაუდოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მაცარი მარცხნივ დატოვებს.