Georgia's Khvicha Kvaratskhelia scores to make it 2-1 during a UEFA Euro 2024 Qualifier between Georgia and Scotland at the Boris Paichadze Dinamo...ხვიჩა კვარაცხელია საქართველოსა და შოტლანდიის შეხვედრის (2:2) აბსოლუტური გმირი იყო. „ნაპოლის” ფეხბურთელმა მეორე თავდამსხმელის ამპლუაში ბრწყინვალედ ითამაშა, ორი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრები თამაშობდა 5-4-1 სქემით, რომელიც შეტევის ფაზაში 3-5-2-ად გარდაიქმნებოდა. კვარაცხელია გიორგი მიქაუტაძის დამხმარე ფორვარდის ფუნქციას ასრულებდა. ეს როლი განსხვავებულია იმისგან მას „აძურიში” სთხოვენ.

ნაკრებში კვარაცხელიას სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ იგი მეორე თავდამსხმელის ფუნქციას კარგად უღებს ალღოს. ამან „ნაპოლის” ახალ ხელმძღვანელობას შეიძლება მისთვის პოზიციის შეცვლისკენ უბიძგოს.

ვალტერ მაცარიმ საქართველოს ნაკრების თამაშს დაკვირვებით უყურა და კვარაცხელიას მოქმედებებიდან უეჭველად გააკეთებდა დასკვნებს. სქემის შეცვლა ყოველთვის შეიცავს რისკებს, მაგრამ მან შესაძლოა სრულად გახსნას კვარაცხელიას უნარები და „ნაპოლის” წარმატებებს ხელი შეუწყოს. რას გადაწყვეტს მაცარი სანაკრებო კვირეულის დასრულების შემდეგ გამოჩნდება.

ალესანდრო სეპე, areanapoli