რამდენიმე დღის წინ იტალიური პრესა იგორ ტუდორზე გადაჭრით წერდა, რომ ის „ნაპოლის” ახალი მწვრთნელი გახდებოდა. ასე არ მოხდა. „აძური” ვალტერ მაცარიმ ჩაიბარა, „გაძეტა დელო სპორტმა” კი ხორვატის აგენტთან ანტონი სერიჩთან ჩაიწერა ინტერვიუ. აგენტმა გარიგების ჩაშლაზე ილაპარაკა.
„იგორს მებორნეს როლში ყოფნა არ უნდოდა. მას კონტექსტი სჭირდებოდა, რომელშიც ციკლის ჩამთავრება დიდი პროექტის შემადგენელი ნაწილი იქნებოდა. მას გრძელვადიან პერსპექტივაზე სურდა გათვლა.
ჩემი კლიენტი შვიდ თვეს არასდროს დათანხმდებოდა. საბოლოოდ „ნაპოლიმ” თავისი სურვილი გვითხრა, ჩვენ ჩვენი ვუთხარით. მას შემდეგ რაც ნათელი სურათი გამოიკვეთა, სხვა გზა აღარ გვქონდა, უნდა დავლოდებოდით კლუბის პასუხს. კლუბმა სხვა მწვრთნელი აირჩია. ვიმეორებ, ჩვენ მხოლოდ ამ სეზონის ჩამთავრებაზე კატეგორიულად არ ვიყავით თანახმა”, — თქვა სერიჩმა.