ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე საკუთარ შანსს ჩინებულად იყენებს. ვენდელ კარტერის არყოფნაში ჩვენებურის „ორლანდო მეჯიქის“ სასტარტო შემადგენლობას გაუშინაურდა და აგერ, გუნდს ჩიკაგოში, „ბულსთან“ 96:94 მოგებაში ორმაგი დუბლით შეეწია.

ბითაძემ მოედანზე 26.10 წუთი დაჰყო და ამ დროში მისი მონაგარი 15 ქულა, 11 მოხსნა, 2-2 პასი და ჩაჭრა იყო.

ქართველმა კალათბურთელმა 10 დან 6 ორქულიანი და 4 დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი არ დაუკარგავს და სამქულიანი არ უსვრია.

მიმდინარე სეზონში გოგასთვის ეს უკვე მეორე ორმაგი დუბლია, ქულათა მხრივ კი, წინა მატჩის შედეგი გააუმჯობესა. „ორლანდოს“ 6 მოგების წილ 5 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. ფლორიდელებს მომდევნო მატჩი 18 ნოემბერს ისევ ჩიკაგოელებთან ელით.

Orlando Magic Star Paolo Banchero Clutches Up, Seals Win vs. Chicago Bulls  - Sports Illustrated Orlando Magic News, Analysis, and More