საქართველოს ნაკრებმა მესამედ ისტუმრა შოტლანდია. წინა ორი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ამჯერად ასე არ მოხდა – 2:2.
ვილი სანიოლის გუნდი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე შესარჩევი ეტაპის წინა შეხვედრებში. იყო კარგი ეპიზოდები, სისწრაფეში თამაში გამოგვდიოდა და მეტოქეს ვაწუხებდით. გვქონდა შეცდომებიც, მაგრამ თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს უფრო ჩვენი გუნდი იყო, მაგრამ…
საქართველოს ნაკრების გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ შეაგდო. ორივე მშვენიერი გამოვიდა. გიორგი ჩაკვეტაძემ ორივე გოლისას მაგარი პასი გააკეთა.
ბოლო წუთები ფეხბურთის თამაში არ გვინდოდა და ძირითადად ბურთის მოგერიებაზე ვიყავით, წინ კი ვინმეს იმედად, რომ ბურთს ბოლომდე წაიღებდა. ჰოდა, დავისაჯეთ… შოტლანდიელთაგან გოლები სკოტ მაკტომინეიმ და ლოურენს შენკლანდმა გაიტანეს…
სანიოლმა კი ვერაფრით გაგვაოცა… მეტიც, ვფიქრობთ, თამაშის ბოლო ჩააგდო…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
სიახლეები06/09/2026 | 16:09ქართული გოლები – ბუდუ, გიზი, ოთარი და ირაკლი [VIDEO]…
სიახლეები30/08/2026 | 00:50იბერია – სტარტი ბელგიაში, ფინიში ჩეხეთში…
მთავარი ამბავი28/08/2026 | 16:18იბერიამ მეტოქეები გაიგო
