სპორტის ფოტოგრაფთა საზოგადოებამ დაამუშავა და მოამზადა, სპორტის სამინისტრომ და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ კი დააფინანსა ბადრი კეთილაძის ფოტოალბომის დაბეჭდვა. ალბომის წარდგენა კი თბილისის საკრებულოში შედგა და ბადრის ოჯახის წევრებთან ერთად უამრავი მეგობარი და კოლეგა დაესწრო.

ამ მშრალი ფაქტის მიღმა კი მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხებული ჩვენი სარბიელელი მეგობრის ათწლეულების შრომა და ათი ათასობით კადრია. ასევე გვარის საოცრად გამმართლებელი ადამიანური ურთოერთობებიც რა თქმა უნდა და მოდი ვთქვათ, რომ უმთავრესიც ეგ არის, როცა მეგობარზე საუბრობ.

არსებობენ განსაკუთრებული წამები, ისინი არ განმეორდებიან. არ მსურს, მათ უქმად ჩაიარონ. ყველაზე უკეთ მათი გამოსახვა შეიძლება ფოტოზე. მე ვწერ ფოტოს იმიტომ, რომ მიყვარს სიცოცხლე – შეიძლებოდა სწორედ ასეთი პასუხი მოგვესმინა, უკანასკნელი ბრძოლის წინ  ვინმეს ბადრი კეთილაძისთვის ინტერვიუს ჩამორთმევა რომ გაებედა.

მაგრამ ბადრი ინტერვიუების კაცი არ ყოფილა, მუდამ ობიექტივს მიღმა რომ რჩებიან, ის კაცი იყო.

ფოტოგალერეა

May be an image of 2 people and text
ბადრის ცოლ -შვილი, მარიამ კეთილაძე და რუსუდან კალანდაძე