საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი მოგებით დაიწყო. ვასილ მაისურაძის გუნდი, „მიხეილ მესხის“ სახელობის სათადარიგო სტადიონზე კვიპროსის ნაკრებს შეხვდა და 2:0 დაამარცხა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლები ცოტნე ბერელიძემ (24) და დაჩი ლორთქიფანიძემ (81) გაიტანეს.
ქართველი ჭაბუკები ჯგუფის მეორე თამაშს 18 ნოემბერს მოლდოვის წინააღმდეგ ჩაატარებენ, შესარჩევ ეტაპს კი 21 ნოემბერს ესპანეთთან შეხვედრით დაასრულებენ.
ორივე შეხვედრა „მიხეილ მესხის“ სახელობის სათადარიგო სტადიონზე გაიმართება, თამაშებზე დასწრება თავისუფალია.
კვიპროსი – საქართველო 0:2
საქართველო: კურტანიძე, სადღობელაშვილი, ნარიმანიძე, გიუნაშვილი, ჩიქოვანი, ცეცხლაძე (78. ნინიძე), ფეიქრიშვილი (72. გეგუჩაძე), ლორთქიფანიძე, ბერელიძე, შეროზია (79. გოგსაძე), ბასილაძე (64. სამუშია).