Orlando Magic beaten by Brooklyn Nets, who will be No. 6 seed in East  playoffsდილით, NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. ითამაშა ორივე ქართველის გუნდმა, მაგრამ პარკეტზე მხოლოდ ერთი ჩვენიანი ვიხილეთ. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ბრუკლინ ნეტს“ ესტუმრა და 104:124 დამარცხდა.

ქართველი ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო. გოგამ 24.24 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ ექვსივე ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, ერთი სამქულიანი კი, ააცილა. 14 ქულა ბითაძისთვის ამ სეზონში სარეკორდოა.

„ორლანდოელთა“ მხრიდან გოგაზე კარგი შედეგი მხოლოდ ორ კალათბურთელს ჰქონდა –ფრანც ვაგნერმა 21 ქულით დააგროვა, ხოლო პაოლო ბანკერომ – 19. „ორლანდო“ შემდეგ მატჩს 16 ნოემბერს „ჩიკაგო ბულსთან“ გამართავს.

მორიგი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმაც“, რომელიც „ოკლაჰომას“ დაუპირისპირდა და 36 ქულით 87:123 განადგურდა. გავრცელებული ინფორმაციით, სანდროს ტრავმა აქვს და ამის გამო ვერ თამაშობს. თუმცა, დიდი სათამაშო დრო არც ჯანმრთელს ეძლევა…