Cristiana Girelli of Juventus Women and Luciano Spalletti coach of the Italian national team during FIGC Hall of Fame at Centro Tecnico Federale di...
პალეტი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მოწყობილ დაჯილდოებაზე

„კორიერე დელო სპორტი” წერს: „ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის” არასდროს დაივიწყებს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გაიკეთა ტატუ, რომელიც მას ამ გუნდს ყოველთვის შეახსენებს. მან „აძურის” სკუდეტო მოაგებინა, თავის კარიერაში პირველი, და ის შედევრი იყო, რომელიც ისტორიაში დარჩება. მაგრამ ახლა სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელია, ხოლო „ნაპოლი” შეიცვალა. „პარტენოპეელთა” ყოფილ თავკაცს „სკუადრა აძურას” შეკრების წინა პრეს-კონფერენციაზე იტალიის ჩემპიონზე მოუხდა ლაპარაკი. იმავე იმავე თემას ის Rai 2-თან საუბრის დროსაც შეეხო.

„ვწუხვარ „ნაპოლის” ცხრილში ასეთი პოზიცია რომ უჭირავს (12 ტურის შემდეგ ლიდერს 10 ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა), მე მისი ფეხბურთელები ძალიან მიყვარს და მათზე ხშირად ვფიქრობ. კარგად ვიცი რა გულსა და ჟინს დებენ ბიჭები თავიანთ საქმეში. გასულ სეზონში ამ გუნდში ფანტასტიკურ ფეხბურთელებს ვხელმძღვანელობდი. მათ შესაძლებლობა მომცეს ერთსულოვანი კოლექტივი, ერთი სხეული შემეკრა. შევქმენით გუნდი, რომელსაც სწამდა რომ წარმატებას მიაღწევდა და მიაღწია კიდეც დასახულ მიზანს. ბიჭები ჩემი მოთხოვნის შესაბამისად ყოველ დღე დაუღალავად ვარჯიშობდნენ, რათა სულ უკეთესნი და უკეთესნი გამხდარიყვნენ”.