Walter Mazzarri manager of Cagliari Calcio looks on during the Serie A match between Spezia Calcio and Cagliari Calcio at Stadio Alberto Picco on...„კეთილი იყოს შენი დაბრუნება ვალტერ“ — ასეთი გახლდათ „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მოკლე პოსტი. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, დე ლაურენტისმა გადაწყვეტილება მიიღო: რუდი გარსია ოფიციალურად გაათავისუფლა თანამდებობიდან და მის ადგილას მაცარი დანიშნა.

„ნაპოლიში” მაცარისთან ერთად იმუშავებს მისი მარჯვენა ხელი ჯუზეპე სანტორო, რომელიც შეფს „ინტერშიც” ახლდა. საყმაწვილო სექტორს ჩაიბარებს თავის საქმეში გამოცდილი ჯანლუკა გრავა. შესაძლოა მაცარის შტაბს შეუერთდნენ ყოფილი ფეხბურთელები არნოიკა და ბელუჩი. შტაბის წევრების ვინაობა ოფიციალურად რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

რომელი სქემის მოყვარულია მაცარი? რადიო Kiss Kiss-მა ეს შეკითხვა ყოფილ მეკარეს ჯენარო ლეცოს დაუსვა.

„მაცარიმ „ნაპოლი” 4-3-3 განლაგებით რომ ათამაშოს ძალიან გამიკვირდება. ის 3-5-2-ის მიმდევარია. დღევანდელ „აძურიში” ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია და თუ ისინი ახალ მწვრთნელს აჰყვებიან, კარგ შედეგებს მიაღწევენ. მაცარის გრძელი პასები და ნახევარდაცვიდან შევარდნები უყვარს”, — თქვა ლეცომ.