ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის მატჩში „ბრენტფორდთან“ (3:0) დუბლის გატანით, „ლივერპულის“ თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა ინგლისური გუნდების მაისურებით მე-200 გოლი გაიტანა.

I'll have a chamomile tea!' - Liverpool record-breaker Mohamed Salah  reveals humble celebration plans after 'unbelievable' 7-0 win over Man Utd  | Goal.com

31 წლის თავდამსხმელმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში 198-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო „ჩელსის“ შემადგენლობაში ორჯერ. მერსისაიდელთა მაისურით ეგვიპტელმა ყველა შეჯიბრების გათვალისწინებით 322 მატჩი ჩაატარა. მან გაიტანა ინგლისის პრემიერლიგაში (147 გოლი), ევროპის თასის შეჯიბრებებში (44 გოლი), ასოციაციის თასზე (5), ლიგის თასზე (1) და ქვეყნის სუპერთასზე (1). ჩელსის მაისურით 19 მატჩში სალაჰმა ორი გოლი გაიტანა, ორივე ინგლისის პრემიერლიგაში.

ყველაზე ხშირად მოჰამედს „ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი რობერტო ფირმინო ეხმარებოდა. ბრაზილიელმა სალაჰს 22 საგოლე გადაცემა გაუკეთა. ეგვიპტელი ფორვარდი მერსისაიდელებს „რომადან“ 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა.

ინგლისის პრემიერლიგის 12 ტურის შემდეგ „ლივერპული“ მეორე ადგილზეა, ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ ერთი ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში წითლები „ეტიჰადის“ სტადიონზე სწორედ „სიტის“ დაუპირისპირდებიან.