როგორც იტალიური საიტები წერენ, იგორ ტუდორის „ნაპოლის” მწვრთნელად დანიშვნას წყალი აღარ გაუვა: დღეს რომში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც საკითხი პრინციპულად გადაწყდა. ახლა იურისტები კონტრაქტის დეტალებზე მუშაობენ.

ტუდორმა სახელი დაიგდო როგორც მტკიცე ხასიათის მწვრთნელმა, რომელსაც სირთულეების არ ეშინია, პირიქით, მათი დაძლევა ეხერხება. მაგალითად, 45 წლის ხორვატი „ვერონაში” კლუბისთვის უმძიმეს პერიოდში მივიდა და წარმატებას მიაღწია.

ტაქტიკური თვალსაზრისით ტუდორს 4-2-3-1 სქემა უყვარს. უფრო იშვიათად 3-5-2-ს მიმართავს. ის გარსიასგან განსხვავებით და ლუჩანო სპალეტის მსგავსად მაღალი პრესინგის მიმდევარია. მეტიც, მის თამაშს ახასიათებენ როგორც „ძალიან მაღალ პრესინგს”. წერენ, რომ „ჰაიდუკის”, პაოკის, „ქარაბუქსფორის”, „გალათასარაის”, „უდინეზეს”, „ვერონას” და „მარსელის” ყოფილი თავკაცი („იუვენტუსში” მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა) ფეხბურთელებს ნიჭის წარმოჩენაში ეხერხება.

Tudor at Napoli, meeting ended with De Laurentiis