Walter Mazzarri head coach of Cagliari reacts during the Serie A match between Genoa CFC and Cagliari Calcio at Stadio Luigi Ferraris on April 24,...
ვალტერ მაცარი „ნაპოლის” მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

რუდი გარსიას მოხსნიან, მაგრამ ამას ორშაბათს გამოაცხადებენ. როგორც ჩანს აურელიო დე ლაურენტისმა გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც „სქაი სპორტის” ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ თავის ინტერნეტ-გვერდზე დაწერა.

„ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი გამოუცხადებიათ, მაგრამ გარსიას მოხსნა გარდაუვალია. ორშაბათს, 13 ნოემბერს გაიმართება კრება, რომელსაც დაესწრებიან კლუბის მენეჯერები და პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას იქ გამოაცხადებს.

„ნაპოლის” მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი არის ვალტერ მაძარი, რომლის თანამდებობაზე დანიშვნა კლუბში დაბრუნება იქნება (მაძარი „აძურის” 2009-13 წლებში წვრთნიდა). „კალიარის”, „რეჯინას”, „ინტერის” და სხვა გუნდების ყოფილი თავკაცისთვის ნეაპოლური გარემო კარგად არის ნაცნობი, რაც მისი პლუსია.

მეორე სპეციალისტი, რომელმაც შესაძლოა გასაჭირში ჩავარდნილი გუნდი ჩაიბაროს გახლავთ ხორვატი იგორ ტუდორი. გასულ სეზონში ის „მარსელში” მუშაობდა.

ეს ორი სახელი მას მერე ახსენეს, რაც ოქტომბერში ანტონიო კონტემ დე ლაურენტისს უარი უთხრა.

ცხადია, რომ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად პრეზიდენტი დე ლაურენტისი მიიღებს”, — დაწერა დი მარციომ.