„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ დასრულებამდე სამი ტური დარჩა. დაძაბულობა კი მატულობს. გამონაკლისი არც 33-ე ტური ყოფილა. „ბათუმმა“ უკვე დამატებულ წუთებზე წააგო სამტრედიაში „სამგურალთან“ (წყალტუბოელ ნიკა კალანდარიშვილს ლამაზი გამარჯვების გოლი გამოუვიდა). ბათუმელთაგან დუბლი მიითვალა პაატა ღუდუშაურმა და ბომბარდირთა მარაქაშიც გაერია.

„დინამომ“ კი შინ „შუქურას“ 4:2 სძლია. თუმცა ანდრეს კარასკოს შეგირდებისთვის აუტსაიდერის ძლევა ადვილი არ ყიფილა. მეორე ნახევარში სტუმრებმა მინიმუმამდე შეამცირეს ანგარიში, ლუკა ნადირაძის შესანიშნავი გადაცემით გია აფხაზავამ გაიტანა. სხვათა შორის, ქობულეთელთა რიგებში ბოლო დროს რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდა, მათ შორის ნადირაძე, რომელსაც ზურგს უკაინულ პრემიერლიგაში ნათამაშევი რამდენიმე სეზონიც უმაგრებს.

ახლა ტიტულის მაძიებლებს შორის სხვაობა 6 ქულაა.

„ტორპედო“ ბოლო ექვს მატჩში არ დამარცხებულა (5 მოგება, 1 ფრე), ამჯერად „თელავს“ სტუმრად სძლია და მესამე ადგილზე დგას. თელაველებმა კი მიჯრით მესამე შეხვედრა წააგეს.

ქუთაისურ კლუბს  კვალში უდგას და ერთი ქულით ჩამორჩება „დილა,“ რომელმაც ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა.

ტურის ბოლო მატჩში, „გაგრამ“ თბილისში, დავით პეტრიაშვილის სტადიონზე „საბურთალოს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

გაგრელები აგებდნენ მაგრამ ბოლო წუთებში იყოჩაღეს. ჯერ, 88-ე წუთზე საბა ზოიძემ გაათანაბრა, 93-ზე კი ბრაზილიელმა კლაიდინეიმ საბოლოო წერტილი დასვა – 2:1.

„საბურთალო“ ისევ მეხუთე ადგილზე დარჩა. „გაგრამ“ კი ერთი ადგილით აინაცვლა და „სამტრედიას“ გაუსწრო, თუმცა ჯერჯერობით კვლავ ფლეი აუტის ზონაში რჩება.

სამტრედია 1:2 დილა

0:1 გომისი (15), 1:1 მიშოვი (42), 1:2 კოვტალიუკი (72)

თელავი 1:2 ტორპედო

0:1 ჭიჭინაძე (8), 1:1 დეზირე (45+1), 1:2 სანდოხაძე (85)

დინამო 4:2 შუქურა

1:0 სხირტლაძე (4), 1:1 გოგოლაშვილი (10), 2:1 კამარა (27), 3:1 ხვადაგიანი (45+3), 3:2 აფხაზავა (52), 4:2 მარუშიჩი (90)

სამგურალი 3:2 ბათუმი     სამტრედიაში

0:1 ღუდუშაური (1), 1:1 ვერულიძე (25), 1:2 ღუდუშაური (32), 2:2 მაისაშვილი (47), 3:2 კალანდარიშვილი (90+5)

 გაგრა 2:1 საბურთალო

0:1 სილა (10), 1:1 ზოიძე (87), 2:1 კლაუდინეი (90+3)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362111483:4173
დინამო36218793:4968
ტორპედო361612855:3759
დილა361791056:3957
სამგურალი361691153:5154
საბურთალო361491358:4951
გაგრა361081847:6535
თელავი361071934:6237
სამტრედია36962150:6233
შუქურა36452738:11211

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 16, ზორან მარუშიჩი (დინამო) – 14, უსმანე კამარა (დინამო), ულად-ომარ იმრანი (დინამო/აპოელი ბეერ შევა ისრაელი) – 13, ვლადიმერ მამუჩაშვილი, პაატა ღუდუშაური (ორივე – ბათუმი), შეიკნე სილა (საბურთალო) – 12