Kepa Arrizabalaga player of Real Madrid is training at Valdebebas training ground on November 07, 2023 in Madrid, Spain.შაბათს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „სანტიაგო ბერნაბეუზე” „რეალს” ხვდება. მადრიდელებს ამ შეხვედრისთვის მეკარის პრობლემა აქვთ. კეპას კუნთი სტკივა და ხსენებულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „ჩელსის” ყოფილი გოლკიპერი „ბრაგასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინა მოთელვაზე დაშავდა. მის ნაცვლად კარში 24 წლის უკრაინელი ანდრეი ლუნინი ჩადგა.

მოგეხსენებათ, „ლოს ბლანკოსის” მთავარი დანაკლისი ბელგიელი ტიბო კურტუაა, რომელიც სერიოზულ ტრავმას მკურნალობს.

კეპამ ხუთშაბათს სამედიცინო გამოკვლევა გაიარა და გაირკვა, რომ მას ორ ან სამ კვირიანი მკურნალობა დასჭირდება. უფრო ზუსტად ბასკი მეკარის ჯანმრთელობის შესახებ ექიმები განმეორებითი გამოკვლევის შემდეგ იტყვიან.

„რეალისა” და „ვალენსიას” შეხვედრა შუაღამისას დაიწყება ანუ საქართველოში უკვე კვირა რომ დადგება. 12 ტურის შემდეგ მადრიდელები 29 ქულით მეორე ადგილზე არიან, ხოლო „ღამურებს” 18 ქულა აქვთ და მე-9 პოზიციაზე არიან.

შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ დგება სანაკრებო წყვეტა. გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებში გადმობარგდება და მის შემადგენლობაში 16 და 19 ნოემბერს შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.