გერმანიის ნაკრები იულიან ნაგელსმანის ხელმძღვანელობით ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 18 ნოემბერს „ბუნდესგუნდი“ ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველ შეხვედრას გამართავს საკუთრი გულშემატკივრის წინაშე – გერმანელები ბერლინში თურქეთის ნაკრებს შეხვდებიან, 21 ნოემბერს კი ვენაში ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშებენ.
ამ შევედრებისთვის ნაგელსმანმა შემადგენლობა დაასხელა და გერმანელებს გარკვეული სიურპრიზები შესთავაზა. ბუნდესგუნდის მწვრთნელმა ნაკრების ოთხი მეკარე დაასახელა: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ბერნდ ლენო, კევინ ტრაპი და ოლივერ ბაუმანი, მაგრამ ვინაიდან ლენო ტრავმირებული, მის ნაცვლად ნაგელსმანმა ნაკრებში „ლაიპციგის“ 32 წლის კარის დარაჯი, იან ბლასვიჩი მიიწვია, რომელსაც „ბუნდესგუნდში“ დებიუტი ექნება.
ბლასვიჩის გარდა, გერმანიის ნაკრებში კიდევ კიდევ ერთი დიბიუტანტი „ვერდერის“ 29 წლის თავდამსხმელი მარვინ დუკშია.
აღსანიშნავია, რომ სიაში ვერ მოხვდა ნაკრების ყოფილი კაპიტანი მანუელ ნოიერი. ტრავმების გამო უახლოეს შეხვედრებს გამოტოვებენ ჯამალ მუსიალა, დავიდ რაუმი და კევინ ბერენსი.
„ნაგელსმანთან ვისაუბრე და შევთანხმდით, რომ ახლა ის ნაკრებში ვერ გამომიძახებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ მომავალში პროგრესს დაინახავს. ჩემის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეროვნულ გუნდში დავბრუნდე“, – განაცხადა ნოიერმა ITASportPress-სთან საუბრის დროს.
მეკარეები: ოლივერ ბაუმანი, იანის ბლასვიჩი, მარ-ანდრე ტერ შტეგენი, კევინ ტრაპი.
მცველები: რობინ გოსენსი, ბანჟამინ ჰენრიხი, მატს ჰუმელსი, ანტონიო რიუდიგერი, ნიკლას ზიულე, ჯონათან ტა, მალიკ ტიაო.
ნახევარმცველები: რობერტ ენდრიხი, იულიან ბრანდტი, კრის ფიუჰრიხი, ლეონ გორეცკა, პასკალ გროსი, ილქაი გიუნდოგანი, კაი ჰავერტცი, იონას ჰოფმანი, ჯოშუა კიმიხი,ფელიქს ნმეჩა, ლეროი სანე, ფლორიან ვირტცი.
თავმდამხსმელები: მარვინ დუკში, ნიკლას ფულკრუგი, სერჟ გნაბრი, თომას მიულერი.