რამაზ სვანაძე: "გუნდში იყო განცდა, რომ თამაში გადაგვერჩინა..." | belive.geსაქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წლის ბოლო მატჩს სკოპიეში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიის 21-წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 16 ნოემბერს თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

ამ თამაშისთვის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი („ლოკომოტივი“), ლუკა ხარატიშვილი („სამტრედია“), მიხეილ მაქაცარია („დინამო“ თბ).

მცველები: საბა ხვადაგიანი, ნიკოლოზ უგრეხელიძე, გიორგი მაისურაძე (სამივე – „დინამო“ თბ), საბა გოგლიჩიძე („ტორპედო“), საბა მამაცაშვილი („გაგრა“), ზურაბ რუხაძე („მეტა“, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე („თელავი“), საბა საზონოვი („ტორინო“).

ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი, ლაშა ოდიშარია (ორივე „დინამო“ თბ), ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე – „საბურთალო“), ნოდარ ლომინაძე („სამგურალი“), ირაკლი ეგოიანი („ტვენტე“, ნიდერლანდები), შალვა ოგბაიძე („დენ ბოსხი“, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკ, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), ჯადული იობაშვილი („დინამო“ თბ), გიორგი აბუაშვილი („პეტროლული“, რუმინეთი).

შეგახსენებთ, რომ ოთხი მატჩის შემდეგ, საქართველოს და შვედეთის ახალგაზრდული გუნდები ჯგუფში 7-7 ქულით მეორე და მესამე ადგილებზე არიან, პირველზე კი 12 ქულით  ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრებია.