აქვე გთავაზობთ პორტალ whoscored-ის შეფასებებს

რამდენი პორტალიც არის იმდენი აზრია. მატჩის შემდეგ ფეხბურთელების შეფასება კი ინტერნეტის ეპოქაში მოდური საქმე გახდა. იმის საილუსტრაციოდ, რომ სხვადასხვა საიტი მოვლენებს სხვადასხვანაირად აღიქვამს, მოგვყავს calcionapoli1926-ის შეფასებები „ნაპოლისა” და „უნიონ ბერლინის” შეხვედრის (1:1) შემდეგ. შეგიძლიათ ის შეადაროთ calciomercato-ს შეფასებებს, რომლლის სანახავად დააჭირეთ აქ.

ალექს მერეტი 6: მთელი შეხვედრის განმავლობაში იყო ყურადღებით და მზად. მოიგერია ბეკერის დარტყმული, მაგრამ ფოფანას წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.

ჯოვანი დი ლორენცო 5,5: მარჯვენა ფრთაზე პოლიტანო მიატოვა. თუკი ეხმარებოდა, ბოლო მეტრებში სიმწვავეს კარგავდა.

ამირ რაჰმანი 5,5: კარის წინ პოზიცია სრულიად დაკარგული ჰქონდა. ცდებოდა როგორც ჩართვებში ასევე სტანდარტული მდგომარეობების დროს. სამწუხაროა, რადგან ოდესღაც ის საქმეში მუდამ ჩართული იყო.

ნატანი 5,5: მან შეხვედრა უიღბლოდ დაიწყო — ძელს გაარტყა ბურთი. შემდეგ კი თავისი მეწყვილის მსგავსად პოზიცია დაკარგა. ბრძოლით კი სულ იბრძოდა.

მარიო რუი 6,5: კარგად ითამაშა. იყო თავდადებული. არჩათვლილი გოლის დროს მარჯვენა ფეხით ჩააწოდა ბურთი, ჩათვლილის დროს კი მარცხენათი შეასრულა საგოლე პასი (ოლივერა შეფასების გარეშე).

ზამბო ანგისა 5,5: ჩინებულად გაიტანა არჩათვლილი გოლი. შემდეგ კი თანაგუნდელთა შორის იყო ერთადერთი, ვისაც ნახევარდაცვა ეჭირა, თუმცა პრობლემებიც ჰქონდა როგორც დაცვის, ასევე შეტევის ფაზაში.

სტანისლავ ლობოტკა 5,5: ამ შეხვედრაში ნაკლებად შესარჩევი ფიგურა იყო. მოწინააღმდეგეებმა გალიაში მოამწყვდიეს და პასების განაწილების შესაძლებლობა არ მისცეს (სიმეონე შეფასების გარეშე).

პიოტრ ჟელინსკი 5: მე-10 წუთზე გოლის გატანა შეეძლო, მეტი კი არაფერი გაუკეთებია. მისგან ყველა მეტს ელოდა, განსაკუთრებით ბოლო მეტრებში (კაიუსტე შეფასების გარეშე).

მატეო პოლიტანო 6,5: გოლი იღბლის წყალობით გაიტანა, მაგრამ კარგია, რომ საჭირო ადგილას იდგა. თავისი გარღვევებით შეტევას სიმწვავეს ჰმატებდა, მაგრამ თანაგუნდელებს მიტოვებული ჰყავდათ და ეპიზოდურიც იყო (ლინდსტრომი შეფასების გარეშე).

ჯაკომო რასპადორი 5: ბურთს ფაქტობრივად არ მიჰკარებია. კარისკენ არც გაუხედავს. ამდენი კარგი თამაშის შემდეგ უნაპერწკლო ჩანდა.

ხვიჩა კვარაცხელია: თამაშიდან ცოტა არ იყოს, ამოვარდნილი ჩანდა. ლობოტკას მსგავსად მეტოქეებს გალიაში ჰყავდათ გამომწყვდეული და ვერაფერს ახერხებდა. შესაძლოა გადაიღალა.

რუდი გარსია 5: სასტარტო შემადგენლობაში ალბათ რაღაცის გადასხვაფერება იყო საჭირო. შეცვლები დაიგვიანა, განსაკუთრებით მას მერე, რაც ბერლინელებმა ანგარიში გაათანაბრეს. გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში უკლებდა და უკლებდა. მეორე ტაიმში „ნაპოლიმ” თამაშს წერტილი ვერ დაუსვა. პირიქით, მეტოქეს გაატანინა. ის, იმედისმომცემი ნაპერწკალი, რაც სალერნოში ვნახეთ, აღარსად ჩანდა.