ინდოეთის ქალაქ კანკუნში ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) რეიტინგის 8 საუკეთესო შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებულის გამოსავლენად შეიკრიბა.

ჩემპიონობა პოლონელმა იგა შვიოტეკმა მოიპოვა, ვინაც ტურნირი ისე გაიარა, რომ სეტიც არ დაუთმია. პოლონელმა ჩოგბურთელმა ფინალში ამერიკელი ჯესიკა პეგულა – 6:1, 6:0 დაამარცხა. მატჩი ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა. პერიპეტიებს აზრი არ აქვს – პოლონელმა მეტოქე პირწმინდად დაჩაგრა და მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო.

WTA Finals: Supreme Swiatek regains her crown - Roland-Garros - The 2023  Roland-Garros Tournament official site

შვიონტეკმა მთელი ტურნირი მაგრად ითამაშა: ქვეჯგუფში ჯერ ჩეხი მარკეტა ვონდროუშოვა (7:6; 6:0) დაამარცხა; შემდეგ ამერიკელ კოკო გაუფს (6:0; 7:5) მოუგო; ბოლოს კი, ტუნისელ ონს ჟაბერს (6:1; 6:2) აჯობა; ნახევარფინალში შვიონტეკმა პირველ ჩოგანს, ბელარუს არინა საბალენკას (6:3; 6:2) სძლია და მომავალი ორშაბათიდან რეიტინგს სათავეში ისევ თავად ჩაუდგება.

22 წლის შვიოტეკმა კარიერაში 21-ე ფინალი ითამაშა და მე-17 ტიტული მოიგო.