„ნაპოლის” ბოლო შეხვედრა სალერნოში ჰქონდა, სადაც 2:0 მოიგო. „სალერნიტანას” კარში პირველი გოლი ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა, ხოლო მეორე ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად შესულმა ჩრდილო მაკედონიელმა ელიფ ელმასმა, რომლის თამაშში ჩართვა „აძურის” ფრანგ მწვრთნელს გონივრულ გადაწყვეტილებად ჩაუთვალეს.
ამასობაში, „კორიერე დელო სპორტმა” ცვილებებთან დაკავშირებით საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა. თურმე, 11 ტურში „ნაპოლიზე” მეტი შეცვლა სერია A-ს 20 გუნდიდან მხოლოდ ხუთმა განახორციელა. სულ, ცვლილებების ცხრილი ასეთია:
„მონცა”, „ვერონა”, „ატალანტა”, „ინტერი” და „კალიარი” — 50
„მილანი”, „სალერნიტანა”, „ბოლონია”, „ნაპოლი”, „ფიორენტინა”, „სასუოლო”, „ემპოლი” და „ლეჩე” — 49
„ფროზინონე”, „ლაციო”, „უდინეზე” და „იუვენტუსი” — 48
„ტორინო” — 46
„რომა” — 43
„ჯენოა” — 42