აურელიო დე ლაურენტისის ვაჟსა და „ნაპოლის” ვიცე-პრეზიდენტს ედოარდო დე ლაურენტისს გუშინ, შუადღის 4 საათზე ავტო-ავარია შეემთხვა. ეს კასაპულაში (ნეაპოლიდან 32 კილომეტრი) მოხდა. დაშავებულია სამი ადამიანი. რამდენადაც ცნობილია მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.
ინფორმაცია CasertaCE.net-მა გაავრცელა. იქ ეწერა, რომ ედოარდო დე ლაურენტისი თავის „პორშე კაიენში” იჯდა, როდესაც „ნისანის” მარკის ავტომობილს ძლიერად დაეჯახა. „ნისანში” იჯდა 3 წლის ბავშვი, რომელიც ამჟამად ნეაპოლის სანტობონოს საავადმყოფოში სტაბილურ მდგომარეობაშია.
დაშავებულია უმცროსი დე ლაურენტისის თანმხლები ორი ახალგაზრდა ქალი. ორივე თავისი ხარჯით მივიდა კაზერტას საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. მათ ცხვირი და იდაყვი აქვთ დაზიანებული. „ნაპოლის” ვიცე-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაწვრილებით ჯერ არაფერს იტყობინებიან.