Luka Romero of AC Milan and Piotr Zielinski of SSC Napoli battle for the ball during the Serie A TIM match between SSC Napoli and AC Milan at Stadio...ორიოდ თვეში ახალი სატრანსფერო ბაზარი გაიხსნება. ზაფხულში, „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინა, რამდენიმეც გაყიდა, მაგრამ გულშემატკივრები უკმაყოფილონი დარჩნენ. ისინი შემადგენლობის გაძლიერებას ელოდნენ. დე ლაურენტისმა შესაძლოა ფანები ზამთარში გაახაროს, თუმცა არის საშიშროებაც: „პარტენოპეელთა” რამდენიმე წამყვან მოთამაშეზე ევროპის მდიდარი კლუბები ნადირობენ.

„ნაპოლის” ყველა კაშკაშა ვარსკვლავები ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი და ქართველი ხვიჩა კვარაცხელია არიან, თუმცა გუნდ ჰყავს კიდევ ერთი ლიდერი, პოლონელი პიოტრ ჟელინსკი, რომელსაც დე ლაურენტისთან ახალი ხელშეკრულება ჯერაც არ გაუფორმებია. პოლონელი ნახევარმცველის კონტრაქტი ძალას 2024 წლის ივნისში დაკარგავს. თითქოს დროა, რომ მას და კლუბს შორის ურთიერთობები გაირკვეს, მაგრამ შეთანხმება ოთხწლიან ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, იგვიანებს. გულშემატკივარს ეხსომება, რომ ზაფხულში ჟელინსკის საუდის არაბეთის კლუბ „ალ-აჰლიში” გადასვლას აღარაფერი აკლდა. საქმე იქმდე იყო მისული, რომ არაბული კლუბის წარმომადგენლები იტალიაში ჩავიდნენ და მაგიდაზე ხელმოსაწერად გამზადებული საბუთებიც დაალაგეს, მაგრამ უკან ხელცარიელნი დაბრუნდნენ. როგორც გაირკვა ჟელინსკის ისე იყვარს თავისი კლუბი და ქალაქი ნეაპოლი, რომ სამწლიან კონტრაქტზე უარი თქვა და „მარადონაზე” დარჩა. არადა, არაბები მას ამ სამი წლის განმავლობაში წლიურ გასამრჯელოდ 15 მილიონ ევროს სთავაზობდნენ.

ჟელინსკის გადაწყვეტილებამ ნეაპოლელი გულშემატკივარი ძალიან გაახარა. პოლონელს უყვარს იტალია, რომლის მოქალაქეობაც მიიღო და თავისი მხრიდან ყველა ღონეს იხმარს, რათა „ნაპოლისთან” კონტრაქტი განაახლოს. მეორე მხრივ, „გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ მისი შეძენა „იუვენტუსს” და „ინტერს” სურთ. იტალიური ფეხბურთის ორი გიგანტი სწორედ შემტევ ნახევარმცველს ეძებს.

მოსალოდნელია, რომ „შავ-თეთრები” და „შავ-ლურჯები” იანვრის დასაწყისში პრაქტიკულ ნაბიჯს გადადგამენ.