იტალიის თასზე ქართველების გუნდები ერთმანეთს დაერივნენ: გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ” საბა საზონოვის „ტორინო” მეთექვსმეტედფინალში 2:1 დაამარცხა და მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” უნდა შეხვდეს.

ტურინელებმა საზონოვი არ ათამაშეს, კვერნაძემ კი მოედანზე 61 წუთი დაჰყო. მისი ყველაზე გამორჩეული მომენტი 49-ე წუთზე იყო, როდესაც გიორგიმ ძლიერად დაარტყა კარისკენ, მაგრამ ბურთს მცველი გადაეღობა. შეხვედრის ძირითადი დრო დასრულდა 1:1, დამატებითში კი „ფროზინონემ” გამარჯვების გოლი გაიტანა და იტალიის ჩემპიონთან შესახვედრად დაიკაფა გზა.

„ნაპოლისა” და „ფროზინონეს” შეხვედრა „მარადონაზე” გაიმართება. მატჩი 19 დეკემბერს, საქართველოს დროით 22 საათზეა დანიშნული. „კოპა იტალია” „აძურიმ” ბოლოს 2019-20 წლების სეზონში, ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით მოიპოვა. „ნაპოლი” ჯილდოს თასის მფლობელია.