Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli and Luka Romero of AC Milan compete for the ball during the Serie A Tim match between SSC Napoli and AC Milan at...„კარგი დრიბლიორი პოკერის მოთამაშესავით არის. ის მთელი სხეულით ბლეფობს”, — ეს სიტყვები რომელიმე ფილოსოფოსს კი არა, არგენტინელ მსოფლიოს ჩემპიონ ხორხე ვალდანოს ეკუთვნის. დღეს, როდესაც ფეხბურთი სულ უფრო და უფრო ძალისმიერი ხდება, ფანტაზია თითოოროლა მოთამაშის იარაღადღა რჩება. არიან ისეთები, რომლებიც ერთი ერთზე თამაშისას ღონეს ეყრდნობიან. ასეთია მაგალითად კაროუ მიტომა („ბრაიტონის” იაპონელი მარცხენა გარემარბი). მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თამაშით სიამოვნებას იღებენ და მეტოქის მოსატყუებლად ღიმილით მიიწევენ. ვინ არის ამგვარი სერია A-ში? იტალიურმა კომპანიამ Wyscout-მა მონაცემების ანალიზი ჩაატარა და სამი ფეხბურთელი გამოყო: მატიას სულე („ფოზინონეს” არგენტინელი მარჯვენა გარემარბი), ხვიჩა კვარაცხელია და ლაზარ სამარჯიჩი („უდინეზეს” გერმანელ-სერბი შემტევი ნახევარმცველი).

Matias Soulé of Frosinone dribbles past Walace of Udinese during the Serie A TIM match between Udinese Calcio and Frosinone Calcio at Udinese Arena...დრიბლიორები სამ ჯგუფად იყოფიან: უფრო თამამებად, უფრო ტექნიკურებად და ისეთებად, რომლებსაც ხასიათი ნიჭთან აქვთ შეზავებული. მსოფლიოში ბევრი უნარებით შემკული ახალგაზრდაა, მაგრამ ვინ არის მათ შორის საუკეთესო? სტატისტიკა ამ კითხვაზე ობიექტურ პასუხს გვაძლევს. რეიტინგი დგება სპეციალური ინდექსის მიხედვით, რომელიც ბევრ ცვლადზეა დამოკიდებული. მის თანახმად ყველას ლამინე იამალი სჯობს („ბარსელონას” ესპანელი მარჯვენა გარემარბი), რომელსაც მოსდევენ მარტინელი და ინგლისური „ბარნლის” გარემარბი, იტალიელი ლუკა კოლეოშო. მაგრამ, სტატისტიკის ანალიზი გვაძლევს შესაძლებლობას დავახარისოთ ისინიც, ვინც ყველაზე ხშირად ცდილობს მეტოქის მოტყუებას და წარმატებით აკეთებს ამას.

მცდელობათა რაოდენობით პირველ ადგილზეა კვარაცხელია, რომელიც ერთ შეხვედრაში საშუალოდ 6,4 დრიბლინგს იწყებს. მეექვსე პოზიციაზეა სულე, რომლის მაჩვენებელი გახლავთ 5,4. მაგრამ, ვინ არის ყველაზე წარმატებული დრიბლიორი? სერია A-ში ასეთი სამარჯიჩია. „უდინეზეს” მარგალიტი 72-ჯერ გასცდა მეტოქეს და ამ მაჩვენებლით ყველას ზემოდან უყურებს.

სერია A-ში არიან სხვა დრიბლიორებიც, მაგალითად შარლ დე კეტელაერი , რომელიც „ატალანტაში” ჩინებულად თამაშობს და ზიტო ლუვუმბო, კლაუდიო რანიერისეული „კალიარის” მარგალიტი. მართალია, ბელგიელმა „მილანისთვის” საჭირო ბრწყინვალება დაკარგა, მაგრამ ახალ გუნდში, ჯან პიერო გასპერინის გასახარად  თავს თავისუფლად გრძნობს.

ზემოთ ხსენებულ რეიტინგში კოლეოშოს გარდა არის ორი იტალიელიც. ორივე „ემპოლიში” თამაშობს. იქ ორივე იჯარით არის გადასული, ერთი „ატალანტადან”, ხოლო მეორე „ლაციოდან”. ისინი არიან ნიკოლო კამბიაგი და მატეო კანჩელიერი — არაჩვეულებრივი მასალა, რომელთანაც აურელიო ანდრეაცოლის წარმატებით შეუძლია მუშაობა.

tuttosport