რომის პაპ ფრანცისკეს სთხოვეს არჩევანი გაეკეთებინა თანამემამულეებს – დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის შორის, მაგრამ მან…
„მე ავირჩევდი მესამე ვარიანტს – პელეს. მარადონა დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორც პიროვნება წარუმატებელი აღმოჩნდა. პონტიფიკატის პირველ წელს მოვიდა ჩემთან და მერე აღესრულა.
მესი ძალიან სწორია. ის ჯენტლმენია. მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი პელეა. გულის კაცი. მე მას ველაპარაკე. ერთხელ ბუენოს აირესში ყოფნისას თვითმფრინავში შევხვდი. დიდი პიროვნება გახლდათ.
სამივე დიდად გამორჩეულია სხვებისგან. თითოეულს თავისი მახასიათებლები აქვს,“ – ციტირებს რომის პაპის სიტყვებს Calciomercato.
პელე მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2022 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა. ის 82 წლის იყო. მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა გულის გაჩერების გამო 2020 წლის 25 ნოემბერს.