ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მე-4 ტურში თბილისს მსოფლიო წყალბურთის გრანდი, იტალიური „პრო რეკო“ ეწვია და დეიან სტანოიევიჩის გუნდს მორიგი მარცხი აგემა 16:9.

„პრო რეკო“ საქართველოს დედაქალაქში 27-მატჩიანი წაუგებელი სერიით ჩამოვიდა და მის გაფუჭებას არც აქ აპირებდა. „დინამო“ მეტოქეს მხოლოდ პირველ მეოთხედში (2:2) გაუძალიანდა, შემდეგ კი, იტალიელებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და ბოლო მეოთხედის წინ მატჩის ბედი გადაწყვიტეს – 11:6.

საქართველოს ჩემპიონს კი ოთხიდან ოთხი მარცხი აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა. „დინამოს“ დარჩენილ შეხვედრების განრიგი ასეთია: 22 ნოემბერს სტუმრად „ოლიმპიაკოსს“ ეთამაშება, ხოლო 6 დეკემბერს ასევე სტუმრად „დუბროვნიკს“ დაუპირისპირდება.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

წილი
წინა სტატია… აქ ნუ იტირებ
შემდეგი სტატიადე ლაურენტისი მკაცრდება
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...