Lionel Messi - Ballon d'Or 2023 Winner - The Movie - YouTube„ბენფიკას“ და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი ანხელ დი მარია გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ლოთარ მათეუსის განცხადებას გამოეხმაურა, ვინაც განაცხადა, რომ ლიონელ მესი „ოქროს ბურთს“ არ იმსახურებდა.

მანამდე მათეუსმა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას ფარსი უწოდა. მისი თქმით, „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა ჯილდო მესიზე მეტად დაიმსახურა.

„წადი სხვაგან იტირე”, – უპასუხა დი მარიამ გერმანელს სოციალურ ქსელში.

მესიმ „ოქროს ბურთი“ მერვედ მოიგო. კენჭისყრაში 36 წლის არგენტინელმა ერლინგ ჰოლანდს და კილიან მბაპეს აჯობა, რომლებმაც, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.