Lothar Matthaus says England can win the World Cup – and he's not jokingგერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი 2022/23 წლების სეზონის ბოლოს „ოქროს ბურთის“ მიღებას უფრო იმსახურებდა, ვიდრე მაიამის „ინტერისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი.

„ჰოლანდი მთელი სეზონის განმავლობაში მესიზე უკეთესი იყო. ეს ჯილდო დაუმსახურებელია და ადასტურებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ჩემთვის ჰოლანდზე უკეთესი ბოლო 12 თვის განმავლობაში არავინ ყოფილა. მან მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგო „სიტისთან“ ერთად და დაამყარა რეკორდი ყველაზე მეტი გოლით. მესის გამარჯვება ფარსია. მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის ლეოს ვგულშემატკივრობდი“, – თქვა ლოთარ მათეუსმა.

62 წლის მათეუსი „ოქროს ბურთის“ მფლობელია. მან ჯილდო მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის მოგების შემდეგ მიიღო.