ბასილაშვილი დუბაის ნახევარფინალისთვის ხორვატ ჩორიჩს შეხვდება - 1TV 31 წლის ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ცუდი დროება გრძელდება. ერთ დროს საუკეთესო 20 ჩოგბურთელში მოტრიალე ბასილაშვილი ბერგამოს ჩელენჯერის ძირითად ბადეშიც ვერ გავიდა.

ჩვენებური კვალიფიკაციის გადამწყვეტ რაუნდში მსოფლიოს 234-ე ჩოგან ბილი ჰარისსთან 5:7, 1:6 დამარცხდა.

არადა, პირველ სეტში ბასილაშვილი მოგებასთან ახლოს იყო და სამმაგი სეტ-პოინტიც ჰქონდა, მაგრამ ვერც სეტი მოიგო და შემდეგ მატჩიც ზედ მიაყოლა.

შეგახსენებთ, პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ბასილაშვილმა ლიბანელ ჰადი ჰაბიბს 6:4, 6:1 სძლია.

წილი
წინა სტატიაფრანს ფუტბოლმა ვალენსია შეურაცხყო
შემდეგი სტატიამესის გამარჯვება ფარსია
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...