დიდი ხანია სათაურში გამოტანილი სიტყვები არ დაგვიწერია. დიახ, ქართველმა ჩოგბურთელმა 18 თებერვლის შემდეგ პირველად მოიგო.
ამასობაში კი ბასილაშვილი რეიტინგში კატასტროფულად დაქვეითდა და ახლა არათუ ATP-ს, არამედ ჩელენჯერის ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებში მონაწილეობს.
ერთ-ერთი ასეთი ტურნირი იტალიის ქალაქ ბერგამოში მიმდინარეობს, სადაც ნიკამ მსოფლიოს 347-ე ჩოგანს, ლიბანელ ჰადი ჰაბიბის ორ სეტში, 6:4, 6:1 სძლია.
პირველ სეტში ბასილაშვილმა გადამწყვეტი ბრეიკი მეათე გეიმში შეასრულა და სეტი სათავისოდ წაიღო; მეორეში კი, ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
ძირითად ბადეში მოსახვედრად ბასილაშვილი გადამწყვეტ მატჩს დღეს ბრიტანელ ბილი ჰარისთან ითამაშებს.