Cassano and Vieri launch a scathing attack on Allegri following Derby draw  - | Juvefc.comსერია A-ს 2023-24 წლების სეზონის მეათე ტურის მთავარი მატჩი გახლავთ „ნაპოლი” – „მილანი”. ეს ორი გუნდი „დიეგო მარადონაზე” ერთმანეთს კვირას დაუპირისპირდება. ბუნებრივია, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. ორივე მწვრთნელი გამარჯვებას ელის, რაც მათ მატჩისწინა პრეს-კონფერენციებსაც დაეტყო. როგორც რუდი გარსიამ ასევე სტაფენო პიოლიმ დაუფარავად გამოხატეს სამი ქულის მოპოვების სურვილი.

მოლოდინის თანახმად შეხვედრა დაბალანსებული უნდა გამოვიდეს. ასეთ დროს კი პროგნოზირება ძნელია. ამის მიუხედავად, ანტონიო კასანომ და კრისტიან ვიერიმ Bobo TV-ზე თავიანთი მოლოდინის ხმამაღლა გამოთქმა გაბედეს.
„შეხვედრა დასრულდება „მილანის” გამარჯვებით 2:1″, — თქვა „ბარის”, „რომას”, „რეალის”, „სამპდორიას”, „მილანის”, „ინტერის” „პარმას” და „ვერონას” ყოფილმა ფეხბურთელმა კასანომ.

„ჩემი აზრით კი „ნაპოლი” მოიგებს 2:0-ს”, — თქვა „ტორინოს”, „პიზას”, „რევენას”, „ვენეციას”, „ატალანტას”, „იუვენტუსის”, „ატლეტიკოს”, „ლაციოს”, „ინტერის”, „მილანის”, „მონაკოს”, „სამპდორიასა” და „ფიორენტინას” ვეტერანმა ვიერიმ.