Matteo Politano of Napoli is tackled by Robin Gosens of Union Berlin during the UEFA Champions League match between 1. FC Union Berlin and SSC Napoli...„ნაპოლიმ” ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე” „უნიონი” დაამარცხა 1:0. გოლი ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა. ნეაპოლელთა მარჯვენფლანგელმა მატეო პოლიტანომ შეხვედრა ასე შეაფასა:

„ჩვენ სამი ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. ამ გამარჯვების წყალობით ფლეი-ოფში გასვლის შანსი შემდეგ ტურშივე გვაქვს. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა. ხშირად ვკარგავდით ბურთს, მეტოქემ კი კარგად იცოდა როგორ წამოეწყო სწრაფი კონტრშეტევა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გოლი არ გავუშვით. უნდა ითქვას, რომ „უნიონი” ხშირად არღვევდა თამაშის წესს და არც მოედანი იყო იდეალური….

…რასპადორის კარგად ეხერხება თამაშის შეკვრა. ის წინ მიდის და სივრცეებს გვითავისუფლებს. მისგან განსხვავებით ვიქტორი უკან ჩამოდის ხოლმე. ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთის უნარები მაქსიმალურად გამოვიყენოთ…

…შეცვლაზე ადრინდელისგან განსხვავებული რეაქცია მქონდა? „ფიორენტინასთან” შეხვედრაში მართლა არასწორად მოვიქეცი. მაშინ კაპიტანმა ამიხსნა, რომ შემეშალა. ის ჩვენს მიმართ ყოველთვის სამართლიანია (იცინის)…

(„ფიორენტინასთან” თამაშის შემდეგ, პოლიტანოსა და გარსიას შორის შედგა საუბარი, რომელშიც დი ლორენცოც მონაწილეობდა. ამ შეხვედრის დროს იქვთა, რომ შეცვლის გამო ფეხბურთელი არ უნდა ბრაზდებოდეს და თავის განაწყენებას არ უნდა გამოხატავდეს)

…დღევანდელის მსგავს შეხვედრებში მეტოქე სივრცეებს მაქსიმალურად ავიწროებს. მათ დაცვაში ხუთკაციანი მწკრივი დააყენეს. ასეთ დროს, როდესაც ბურთს ფლობ, ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედო. დღეს ბევრჯერ ჩამარტყეს ფეხებში, მაგრამ არ დავშავებულვარ. იმედი მაქვს, რომ კვირას „მილანთან” ვითამაშებ.