ვიქტორ ოსიმენს მკურნალობა გაუჭიანურდება. ნიგერიელი დაშავებულია და გუშინ, როდესაც ბერლინში „უნიონი” „ნაპოლის” ხვდებოდა (0:1) ის ფრანკფურტში სავარაუდოდ ცოლის ნათესავებთან იყო.

ნეაპოლური პრესა წერს, რომ თავდამსხმელი გაწბილებულია, არ ესმის, რატომ ვერ ესწრება მისი გამოჯანმრთელება დათქმულ ვადებში. მისდა სამწუხაროდ, სხვა გზა არ არსებობს. ნიგერიელმა მოთმინებით უნდა იმკურნალოს და დროგამოშვებით გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რათა მუდმივად ნათელი სურათი არსებობდეს.

აქამდე ექიმები ამბობდნენ, რომ სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მოედანს 25 ნოემბერს ბერგამოში, „ატალანტასთან” შეხვედრაში დაუბრუნდებოდა, მაგრამ დღეს ცნობილი გახდა, რომ მის სრულ გამოჯანმრთელებას ორმოცი კი არა, ორმოცდაათი დღე დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი საუდის არაბეთისა და ნიგერიის ამხანაგური მატჩის დროს დაშავდა.