სად არის ვიქტორ ოსიმენი? ამ კითხვამ ნეაპოლში დიდი ინტერესი აღძრა. საქმე ის გახლავთ, რომ იმ დღეს, როდესაც „პარტენოპეელები” ბერლინში „უნიონს” ეთამაშებოდნენ, ტრავმირებული ნიგერიელი ვარსკვლავიც გერმანიაში იმყოფებოდა, მაგრამ… შეხვედრას არ დასწრებია.
დადგინდა, რომ მატჩის დღეს ის სულ სხვა ქალაქის, ფრანკფურტის თვითვიმფრინავში ჩაჯდა და სადღაც გაეშურა.
ნეაპოლელი ჟურნალისტები ამ ამბით როგორც ჩანს დაინტერესდნენ. მათ ფორვარდის ამბავი „ნაპოლიში” გაიკითხეს, მაგრამ კლუბმა მისი ასავალ-დასავალი არ იცოდა.
ზოგმა გულშემატკივარმა გაიხუმრა, ოსიმენი თან იქ არის სადაც გუნდია (გერმანიაში) და თან გუნდთან ერთად არ არის რაც ადასტურებს, რომ ნიგერიელს ერთდროულად ყველგან ყოფნა შეუძლიაო.
ხუმრობის არსი ის არის, რომ ოსიმენის თამაშის სტილიდან გამომდინარე მასზე ამბობენ, რომ ნიგერიელი ერთდროულად ყველგან არის: მონდორზე, ჰაერში, საკუთარ საჯარიმოსა თუ მეტოქის საჯარიმოში.
ერთი რამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: ოსიმენი გერმანიაში პირად საქმეებზეა, ხოლო კერძოდ რას აკეთებს, ამას არ ასაჯაროებს. ნიგერიელს მეუღლე (ან პარტნიორი ქალი) გერმანელია და შესაძლოა მისი ახლანდელი ვოიაჟი სწორედ მასთან იყოს დაკავშირებული.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენი საუდის არაბეთისა და ნიგერიის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრის დროს დაშავდა და „ნაპოლის” შემადგენლობაში ნოემბრის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს. ის მოედანს სავარაუდოდ 25 ნოემბერს, ბერგამოში, „ატალანტასთან” შეხვედრაში დაუბრუნდება და 29 ნოემბერს მადრიდში „რეალთან” სრული დავირთვით ითამაშებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
