ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში რამდენიმე ანალიტიკურმა საფეხბურთო ვებგვერდმა და სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.

ხვიჩამ ბოლო ტურში, „ვერონასთან“გასვლით შეხვედრაში დუბლი შეასრულა და წარმატებული თამაშის შემდეგ მაღალი შეფასებები მიიღო. Whoscored-მა საბოლოოდ 8,6 ქულა დაუწერა, Sofascore-მ კი 8,9 ქულა. იტალიის ჩემპიონატის ვებგვერდმა, Fantacalcio-მ 22 წლის ქართველი ფეხბურთელის თამაში 7,5 ქულით შეაფასეს.

სამივე ვებგვერდმა ტურის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩას თანაგუნდელი, მატეო პოლიტანო დაასახელა, რომლის საგოლე გადაცემებითაც კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, მანამდე კი პოლიტანომ თავადაც გაიტანა.