Corbo esalta Iervolino: "Piace a De Laurentiis per un motivo, hanno un  progetto insieme" - calcionapoli24.it mobile
ლერვოლინო და დე ლაურენტისი

სერია A-ში სატელევიზიო უფლებები შესაძლოა სხვანაირად გადანაწილდეს. „ნაპოლისა” და „სალერნიტანას” პრეზიდენტები აურელიო დე ლაურენტისი და დანილო ლერვოლინო (რომელიც ჟურნალ L’Espresso-ს მფლობელიც გახლავთ) აპირებენ უარი უთხრან ტელეკომპანიებს Dazn-სა და „სქაის” 900 მილიონიან შეთავაზებაზე და თავიანთი არხი დააარსონ. სავარაუდოდ, ამ საქმეში მათ პარტნიორებიც ეყოლებათ. კერძოდ, გამოჩნდა ამერიკული კომპანია Oaktree, რაც მუხას ნიშნას და რომელიც საქმეში 975 მილიონი ევროს ჩადებას აპირებს.

ამ საკითხებზე მუშაობის გამო დე ლაურენტისი დღეს ბერლინში რუდი გარსიასთან ერთად არ იქნება. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში „ნაპოლი” „უნიონ ბერლინს” ხვდება, პრეზიდენტი კი ბოლო ხანს გუნდს აღარ სცილდება.

როგორც იტალიური წყაროები წერენ, Dazn-ისა და „სქაის” პროექტზე უარის სათქმელად საჭიროა შვიდი კლუბის თანამშრომლობა. ზემოთ დასახელებული „ნაპოლისა” და „სალერნიტანას” გარდა წინასწარი მონაცემებით პროექტში მონაწილეობაზე ფიქრობენ „ფიორენტინა”, „რომა”, „მილანი” და „იუვენტუსი”.

Dazn და „სქაი” იტალიურ კლუბებს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ, რომელიც თუ გაფორმდება 2024-დან  2029 წლამდე იქნება ძალაში.