ეროვნული ლიგის ბოლო ორ ტურში ერთგვარი უცნაურობა მეორდება: ლიდერი „ბათუმი“ ფრეს თამაშობს და უშუალო კონკურენტ „დინამოს“ მიახლოების შანსს აძლევს, დინამოელები კი ამ შესაძლებლობას ვერ იყენებენ და აგებენ, თან აუტსაიდერებთან. მიჯრით ჯერ „სამტრედიასთან“ დამარცხდნენ, შემდეგ „გაგრასთან.“

ახლა ტიტულის მთავარ მაძიებლებს შორის სხვაობა უკვე 9 ქულაა, რაც ბათუმელთათვის სერიოზული უპირატესობა უნდა იყოს ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე.

„თელავმა“ „სამგურალს“ 2:1 მოუგო, 34 ქულა მოაგროვა და ხუთი პუნქტით გაუსწრო საფლეიაუტო უშუალო მდევარ „სამტრედიას,“ რომელიც „ტორპედოსთან“ დამარცხდა (0:1). ტორპედოელთაგან დუბლი მიითვალა გიორგი არაბიძემ (ერთი გოლი პენალტით. ეს გიორგის მესამე ორგოლაა მიმდინარე სეზონში), თანაც მასპინძელ ქუთათურებს პირველი ტაიმის ბოლოს მცველი გიორგი მჭედლიშვილი გაუძევეს.

„შუქურაში“ 78 წლის ლეგენდარული სპეციალისტის, რევაზ ძოძუაშვილის სამწვრთნელო დებიუტი შედგა, თუმცა ზღვისპირელებმა გორში  „საბურთალოსთან“ 1:2 წააგეს.

შუქურა 1:2 საბურთალო      გორში

0:1 სილაგაძე (10), 1:1 მუჯირი (42), 1:2 ნონიკაშვილი (49)

ბათუმი 1:1 დილა

0:1 კოვტალიუკი (12), 1:1 ზარია (42 პენ)

თელავი 2:1 სამგურალი

1:0 დეზირე (27), 2:0 გუტიერი (31), 2:1 ლუკა ხორხელი (88)

დინამო 0:1 გაგრა

0:1 მამაცაშვილი (32)

ტორპედო 2:0 სამტრედია

1:0, 2:0 არაბიძე (34 პენ, 85)

გაძევება: მჭედლიშვილი (45+5) – ტორპედო

 

1. ბათუმი 30 18 10 2 68-29 64
2. დინამო 30 16 7 7 72-43 55
3. საბურთალო 30 14 7 9 55-36 49
4. ტორპედო 30 13 9 8 38-31 48
5. სამგურალი 30 13 7 10 44-43 46
6. დილა 30 12 9 9 45-35 45
7. თელავი 30 9 7 14 29-49 34
8. სამტრედია 30 8 5 17 34-50 29
9. გაგრა 30 7 8 15 31-55 29
10. შუქურა 30 3 5 22 34-79 8