ინგლისური „ნიუკასლისა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ აღიარა, რომ „მილანის“ მატჩებზე ფსონებს დებდა, როცა ამ კლუბში თამაშობდა.

იტალიელი მართლაც თამაშობდა ტოტალიზატორში „მილანის“ მატჩების შედეგებზე, როდესაც გუნდში იყო. მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ტონალი მხოლოდ როსონერის გამარჯვებებზე და იმ თამაშებზე დებდა ფსონს, რომლებშიც მოედანზე არ გამოჩენილა. შესაბამისად, ფსონები არ იმოქმედებდა მის მოქმედებაზე მოედანზე, რაც ამ შემთხვევაში შემამსუბუქებელი ფაქტორია.

მიუხედავად ამისა, ტონალის დისკვალიფიკაცია მაინც ემუქრება, მაგრამ რამდენი ხნით, ჯერ უცნობია. თავიდან სამწლიან სასჯელზე საუბრობდნენ,  მაგრამ რაკი ფეხბურთელმა გადაწყვიტა „იუვენტუსის“ ნახევარმცველის ნიკოლო ფაჯოლის გზას გაჰყოლოდა და გამოძიებასთან აქტიურად მუშაობდა, შესაძლოა უფრო რბილი სასჯელი მიიღოს, სავარაუდოდ – ერთწლიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც ინგლისის პრემიერლიგაზეც გავრცელდება.

Newcastle completes Tonali signing | beIN SPORTS