17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ბათუმში შვედეთთან გასამართი საკვალიფიკაციო მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.
შვედებთან მატჩს 21-წლამდე ნაკრები ცვლილებებით ხვდება – ნიდერლანდებთან მიღებული ტრავმის შემდეგ, თბილისის „დინამოს“ ფორვარდი ჯადული იობაშვილი გუნდს ვეღარ დაეხმარება, მის ნაცვლად რამაზ სვანაძემ გუნდში რუმინული „პეტროლულის“ შემტევი გიორგი აბუაშვილი დაიმატა.
აბუაშვილის გარდა ახალგაზრდულ ნაკრებს ეროვნული ნაკრებიდან „ბაზელის“ ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა დაეხმარება, რომელიც 21-წლამდე ნაკრების რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.
სამი ტურის შემდეგ, საქართველოსა და შვედეთის ნაკრებებს ჯგუფში 6-6 ქულა აქვთ.
21-წლამდელთა შემადგენლობა შვედეთთან მატჩისთვის:
მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო ბათუმი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), გეგი გეგუჩაძე (ლოკომოტივი თბილისი).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია (კოლხეთი ფოთი 1913), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი).