ვიქტორ ოსიმენი დაახლოებით 40 დღის განმავლობაში ვერ ითამაშებს. „ნაპოლის” ნიგერიელ თავდამსხმელს ეროვნული ნაკრების ბაზიდან იტალიაში დაბრუნების შემდეგ დამატებითი სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა, რომელმაც მარჯვენა თეძოს ორთავა კუნთის საშუალო ხარისხის დაზიანება გამოამჟღავნა. სერია A-ს ჩემპიონი კლუბი იტყობინება, რომ იტალიური ლიგის გასული სეზონის საუკეთესო თავდამსხმელმა და ბომბარდირმა მკურნალობა კონამის საწვრთნელ ცენტრში დაიწყო.

ფეხბურთელი, რომელიც საუდის არაბეთისა და ნიგერიის ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრის მეორე ტაიმში დაშავდა, შესაძლოა 25 ნოემბერს ბერგამოში, „ატალანტასთან” შეხვედრაში დაუბრუნდეს მოედანს. მომდევნო მატჩი კი „ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგის ფორმატით 29 ნოემბერს მადრიდში, „რეალთან” ელის.