სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა, ჟურნალისტმა პაოლო ბარგიჯამ TVPlay-ს ეთერში სხვადასხვა საკითხებთან ერთად „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისისა და ანტონიო კონტეს ამასწინანდელ შეხვედრაზეც ილაპარაკა.
„ერთი რამ მაოცებს. რამდენადაც ვიცი დე ლაურენტისმა კონტეს უთხრა, რომ მთელი გუნდი რუდი გარსიას წინააღმდეგია. ეს ძალიან ცუდია. გაიხსენეთ, რა ხდებოდა ბოლო შეხვედრებში, როდესაც გარსია ფეხბურთელს ცვლიდა. როდესაც მწვრთნელს ერთი ფეხბურთელი ეურჩება, ეს ცუდია; როდესაც ორი — უარესია და როდესაც სამი, ეს უკვე გუნდში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. ოსიმენი, კვარაცხელია და პოლიტანო — „ნაპოლიში” უკვე სამი შემთხვევა იყო.
რაც შეეხება კონტეს, ის დე ლაურენტისთან შეხვედრაზე თავიდანვე უარის სათქმელად მივიდა, მაგრამ პრეზიდენტს თავისი წიდნადადებები მაინც გააცნო. მათ შორის იყო ერთი ასეთი მოთხოვნა: ოსიმენს, კვარაცხელიას და ჟელინსკის უნდა გავუფორმოთ ახალი ხელშეკრულებები. დე ლაურენტისი ამ მოთხოვნას ცხადია არ დაეთანხმებოდა.
იმავდროულად, „ნაპოლის” მეპატრონეს ყველაზე მეტად ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენისა ეშინია. ეს გატუზოს დროს ერთხელ უკვე მოხდა”, — თქვა ბარგიჯამ.