საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შვედეთ დაუპირიოსპირდა და ქულა მოიპოვა – 0:0.
საქართველოს ნაკრებს ჰქონდა უპირატესობა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ გატანა ვერ მოახერხა.
ოთხი ტურის შემდეგ საქართველოსა და შვედეთის ახალგაზრდულმა ნაკრებებმა 7-7 ქულა დააგროვეს და შესარჩევ ჯგუფში მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 16 ნოემბერს გამართავს – რამაზ სვანაძის გუნდი სტურად ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.
საქართველო-შვედეთი 0:0
საქართველო ხარატიშვილი, ოდიშარია (65. გ. მამაგეიშვილი), მაისაშვილი, გოგლიჩიძე, ხვადაგიანი, მამაცაშვილი, სიგუა, ლ. გაგნიძე, ლომინაძე, ო. მამაგეიშვილი, კვერნაძე (85. აბუაშვილი)