ვიქტორ ოსიმენის ტრავმის შესახებ ახალი არაფერია. „ნაპოლის” თავდამსხმელმა საუდის არაბეთისა და ნიგერიის ამხანაგური შეხვედრის მეორე ტაიმში შეცვლა ითხოვა. თავიდან ამბობდნენ, რომ პრობლემა სავარაუდოდ გადაღლით გამოწვეული კუნთის კრინჩხვა უნდა ყოფილიყო, ბოლოს კი ორთავა კუნთის შესახებ ალაპარაკდნენ. ეს უფრო არასასურველი ვარიანტია. როგორც ჩანს, სწორი დიაგნოზი ფეხბურთელის ნეაპოლში დაბრუნებამდე ვერ დაისმება. იტალიაში მას თანამედროვე აპარატურით გამოიკვლევენ.
ჟურნალისტი მარკო ჯორდანო წერს: „რენტგენის პასუხი იგვიანებს. ფეხბურთელმა პორტუგალიაში ნიგერიელთა ბანაკი დატოვა და უახლოეს საათებში გეზს ნეაპოლისკენ აიღებს. ორშაბათს მას სამედიცინო გამოკვლევას ჩაუტარებენ და დაადგენენ არის თუ არა მყესის პრობლემა”.
ბოლო ხანს ცნობილი გახდა, რომ ნიგერიაში ვიქტორ ოსიმენის და დაიჭირეს.